
როგორ ენიჭება თქვენი განაცხადი ქვეყანას
ევროკავშირის+ ქვეყნებმა შეთანხმდნენ საერთო კანონზე, რომელსაც თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის რეგულაცია (AMMR) ეწოდება. ეს კანონი ხელს უწყობს იმის გადაწყვეტას, თუ რომელი ქვეყანაა პასუხისმგებელი საერთაშორისო დაცვის განაცხადის განხილვაზე. ეს კანონი ასევე საშუალებას აძლევს ევროკავშირის+ ქვეყნებს, დაეხმარონ ერთმანეთს, თუ ერთი ქვეყანა ერთდროულად ძალიან ბევრ განაცხადს მიიღებს.
განმცხადებელს გარანტირებული აქვს, რომ მის განაცხადს ევროკავშირის+ ერთ-ერთი ქვეყანა განიხილავს, თუმცა მას არ შეუძლია აირჩიოს, თუ რომელი ევროკავშირის+ ქვეყანა იქნება პასუხისმგებელი.
თქვენი განაცხადის განმხილველი ქვეყანა განისაზღვრება AMMR კანონის წესებით.

